logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: რომ არა ეს ხელისუფლება, დღეს ეკონომიკა საერთოდ არ გვექნებოდა
- +

19 სექტემბერი. 2016. 12:39


 

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ეკონომიკის მდგომარეობაზე საუბრობს. ივანიშვილი პარალელს ავლებს „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში არსებულ ეკონომიკასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის. მისი თქმით, რომ არა დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოში ეკონომიკა არ იარსებებდა.

 

„ეკონომიკა ყველაზე დიდი პრობლემა იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც და პრობლემად რჩება დღესაც. დავუბრუნდები იმ ეკონომიკას, როგორიც იყიო „ნაციონალური მოძრაობის" დროს. სააკაშვილი წყვეტდა, სად რა უნდა აეშენებინათ, საპროცესო შეთანხმებებით ბიუჯეტის დიდი ნაწილი ივსებოდა. იმ ტიპით მართული თავისუფალი ბიზნესი რეალურად არ არსებობდა, ყველაფრის გაკონტროლებას ახერხებდნენ და აღრმავებდნენ ამ პროცესს. რომ წარმოვიდგინოთ მოდელი, იმ პრინციპებით მართული ეკონომიკა რომ დარჩენილიყო 2013 წლიდან, გარწმუნებთ, დღემდე ვერ მოვიდოდით. 2013-14 წლებში უკვე  ვეღარ გასცემდნენ ვერც ხელფასებს და ვერც პენსიებს, იმ მეთოდმა ბოლომდე ამოწურა საკუთარი თავი და რომ არ მოსულიყო ახალი ხელისუფლება და ახალ მეთოდებზე, თავისუფალ საბაზრო სისტემაზე არ გადაგვეწყო და ეს ყველაფერი არ განგვეხორციელებინა, დღეს ეკონომიკა საერთოდ აღარ გვექნებოდა.

 

რა მოხდა ჩვენი მოსვლის შემდგომ? - დღეს ვერავინ იტყვის საქართველოში, რომ ბიზნესის საკუთრებაში და ჯიბეებში ძვრება ხელისუფლება. ამ მხრივ, არანაირი კითხვა არ არსებობს, ამას „ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც კი ვერ ახერხებენ. მთავრობა მაქსიმალურად მოწოდებულია, მე პირადად მთავრობის წევრი არ გახლავართ, მაგრამ როგორც მოქალაქე, ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ ამ ნაწილს ვუთმობ, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი. რომ არ მოხდეს, არცერთ შემთხვევაში ხელისუფლების ჩარევა ბიზნესში. ჩარევა უნდა მოხდეს ხოლოდ ერთი მიმართულებით. ინფრასტრუქტურა უნდა აუშენოს ხელისუფლებამ, რომ  რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად განვითარდეს ბიზნესი და უნდა დაეხმაროს ლობირებაში, ბაზრების მოპოვებაში და ამ მხრივ, მე მგონი, კვირიკაშვილი არის იდეალური მთავრობის მეთაური და ბიზნესი არის ძალიან თავისუფალი. სწორედ თავისუფალ ბიზნესს შეუძლია დაასაქმოს ადამიანები და შექმნას სამუშაო ადგილები

 

ბიზნესის კეთების სიიოლის მხრივ საქართველო არის მეხუთე ადგილზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner