logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პროკურატურა მძიმედ მუშაობდა პირველ წელს, რადგან კუბლაშვილი მართავდა ისევ სასამართლოს
- +

19 სექტემბერი. 2016. 12:40


 

„პროკურატურის მუშაობა დღესაც არ არის იდეალური და ვერც იქნება, უნდა დაიხვეწოს მისი მუშაობა და ქმედითუნარიანობა", - ამის შესახებ  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.


ივანიშვილის თქმით, პროკურატურა მძიმედ მუშაობდა კუბლაშვილის სასამართლოს პირობებში. მოხდა კადრების ცვლილება და დალაგება და აქედან გამომდინარე, პროკურატურის მუშაობა ამ ეტაპზე იდეალური ვერც იქნება.

 

„პროკურატურა მძიმედ მუშაობდა პირველ წელს, რადგან კუბლაშვილი მართავდა ისევ სასამართლოს. პროკურატურას კრიმინალის დაკავების უფლებასაც არ აძლევდა სასამართლო პირველ წელს. ყველაზე მძიმე ეტაპი იყო, როცა პროკურატურაში მიმდინარეობდა კადრების შეცვლა, დალაგება. ეს არ არის პოლიცია, რომ სამოქალაქო საზოგადოებიდან მიიყვანო კადრი. პროკურატურას სჭირდება პროფესიონალი. ეს პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. პროკურატურის მუშაობა დღესაც არ არის იდეალური და ვერც იქნება, უნდა დაიხვეწოს მისი მუშაობა და ქმედითუნარიანობა", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner