„პროკურატურა პირველ წელს ძალიან მძიმედ მუშაობდა, იმიტომ რომ კუბლაშვილი მართავდა ისევ სასამართლოს. პროკურატურა კი სასამართლოზეა დამოკიდებული. ეს იყო ძალიან მძიმე ეტაპი. ჯერ მიდიოდა პროკურატურის გადალაგება და გადაწყობა, კადრების შეცვლა საკმაოდ რთულია. პროკურატურას სჭირდება პროფესიონალები, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. დღესაც კიდევ დასახვეწია",- ამ სიტყვებით აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" პროკურატურის მუშაობას. ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში გამართულ ეთერში წარმოადგინა საერთაშორისო კვლევები.
„გავიხსენოთ პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო - როგორ იყენებდა წინა ხელისუფლება. მათი ძირითადი როლი იყო საზოგადოების დათრგუნვა და არა მათი დაცვა. „ნაციონალური მოძრაობის" ხელში პოლიცია იყო ძირითადი იარაღი. როგორ ძალადობა პოლიცია, როცა მოვედით ხელისუფლებაში. ეს ეტაპები კარგად გვახსოვს. პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებები რა დოზით იყო. თითქმის მთელი მოსახლეობა გაფილტრეს და ბიუჯეტის დიდი ნაწილი ამით შეავსეს. სასამართლო პროკურატურისთვის ნოტარიუსად იყო გადაქცეული. რეალურად მოქალაქე იყო ძალიან დაუცველი. ასეთი იყო, სანამ ჩვენ მოვიდოდით.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები რას გვიჩვენებს მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში - ორგანიზაციული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსით, 2012 წლამდე საქართველო შედიოდა ყველაზე მაფიოზურ ქვეყნებში და დღეს მსოფლიოში მე-17 ადგილს იჭერს ამ მხრივ. ევროპის ქვეყნებში ევროსაბჭოს 27 ქვეყანაში მე-9 ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ არის ორგანიზებული დანაშაული.
ოპონენტები ამბობენ, რომ კრიმინალი გაიზარდა, მანქანებს იტაცებენ, გამუდმებით ისმოდა ბრალდებები. შედეგი რელურად რა არის - პოლიცია არის ხალხის სამსახურში ჩამდგარი. ქონების დაცვის კუთხით გაუმჯობესდა მდგომარეობა და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შევდივართ. „ნაციონალური მოძრაობის" დროს ვიკავებდით 131-ე ადგილს საკუთრების დაცვის რეიტინგში. არც გვიკვირს, გვახსოვს, რომ მთელი ბიზნესი კონტროლდებოდა. მთავარი პროკურორი აკეთებდა მონიტორინგს. 5000-დოლარიანი გადარიცხვებიც კი კონტროლდებოდა. მსოფლიოში ამას მშვენივრად აფასებდნენ, 131-ე ადგილს ვიკავებდით და დღეს საუკეთესო ოცეულში ვართ.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა. 800-ზე მეტი ბიზნესორგანიზაციაა გამოკითხული. გახსოვთ, საქართველოში ელიტარული კორუფცია ყვაოდა, ერთი ჯგუფი აკონტროლებდა ბიზნესს და ქონების გადანაწილება ხდებოდა. ასეთი წინსვლაა. როგორ ართმევდნენ ქონებას, ჩუქებებს როგორ აკეთებდნენ ღამის 2 საათზე, კონტროლდებოდა ბიზნესი და ქონებასაც ინაწილებდნენ.
პროკურატურა პირველ წელს ძალიან მძიმედ მუშაობდა, იმიტომ რომ კუბლაშვილი მართავდა ისევ სასამართლოს. პროკურატურა კი სასამართლოზეა დამოკიდებული. ეს იყო ძალიან მძიმე ეტაპი. ჯერ მიდიოდა პროკურატურის გადალაგება და გადაწყობა, კადრების შეცვლა საკმაოდ რთულია. პროკურატურას სჭირდება პროფესიონალები, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო. დღეს კიდევ დასახვეწია.
მედიათავისუფლების მიხედვით. დღეს მედია უფრო თავისუფალია, ვიდრე იტალიაში, უნგრეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში. მედიის თავისუფლების მხრივ 2012 წელს ვიყავით ასეულს მიღმა. ხელისუფლებას დღეს მედიის არცერთი საკუთრება არ გააჩნია. არანაირი ზედმეტი გავლენა არ აქვს. დასაკუთრებული მედია ისევ ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას", არამარტო „რუსთავი 2" , ტაბულა და კიდევ სხვები. „რუსთავი 2" აგრესიულად აგრძელებს მათ აგიტაციას, რომელიც სიცრუეზეა დაფუძვნებული.
ორი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია იყო - „მაესტრო" და „კავკასია". ვითომ ოპოზიციურ ტელევიზიები იყვნენ. 26 მაისს გაიხსენეთ, „მაესტრო" როგორ დაუდგათ გვერდით, გადააჭარბა ყველა სახელისუფლებო ტელევიზიას. საზოგადოებამ ისედაც იცოდა, რომ კლავდნენ ხალხს, ციხეში იჭერდნენ და აწამებდნენ. პირდაპირ ფაქტებით ვიცოდით",- განაცხადა ივანიშვილმა.