საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელებს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
„სულ მალე, შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად, კიდევ ერთი, საპასუხისმგებლო მოვლენის პირისპირ დადგები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება.
შენი აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა - შენი ხმა ისევე მნიშვნელოანია, როგორც შენი ცოდნა.
შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, საპასუხისმგებლოდ მოეკიდები", - აღნიშნულია წერილში, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უნივერსიტეტების ყველა პირველკურსელს ახალ სასწავლო წელს ულოცავს.
მსგავსი შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტისაგან გორის უნივერსიტეტის პირველკურსელებმაც მიიღეს, რომლებსაც დღეს პრეზიდენტი პირადად შეხვდა.