ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანა აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს და ევროკავშირის წევრი.
„რატომ არის ევროპა ჩვენი სტრატეგიული მიმართულება? იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ვართ ევროპელები, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების წესით და ჩვენი დღევანდელი ყოფით უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ტიპიური ევროპელები ვართ. ევროპული ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ. პირველ რიგში ამისთვის საჭიროა ევროპული ფასეულობების დაფუძნება. ვიზაც მოიხსნება სულ მალე. NATO-ს ქვეყანა უნდა გავხდეთ, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ეს ვერ მოხდება ძალიან მალე. ამას კიდევ დრო დასჭირდება. ევროპასთან დაახლოება, დემოკრატიული სტანდარტების დაფუძნება და გაძლიერება გარკვეულწილად აღრმავებს ჩვენს საგარეო უსაფრთხოებას. ასევე გაძლიერდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, რომელიც ზრუნავს, საქართველო განვითარდეს ევროპული მიმართულებით.
როდესაც NATO-ს კარი გაიხსნება, ჩვენ არავითარი ხინჯი არ უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ გავხდეთ მისი წევრი",- განაცხადა ივანიშვილმა.