logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშივლი: „რესპუბლიკელები“ საკუთარ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს ვერ ათანხმებენ
- +

19 სექტემბერი. 2016. 13:34



ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკურ პარტიაზე და მათ პრობლემაზე საუბრობს. ივანიშვილის თქმით, „რესპუბლიკელები" ერთმანეთს ვერ უთანხმებენ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს.


„ჩემი აზრით, პრობლემა არის, რომ რესპუბლიკურ პარტიას აქვს დიდი შეუთანხმებლობა საკუთარ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის. იმხელა სხვაობაა მათ მოთხოვნილებებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის, რომ სასწაული უნდა მოახდინო, რომ ესენი ერთმანეთს დაუახლოვო. ამ სასწაულის მოხდენას ჩემგან ითხოვენ, თუ ვნახავთ მათ გამონათქვამებს. ეს ლეგენდა, რომ თურმე მე რესპუბლიკურ პარტიას დავპირდი, რომ მთავარი პარტია უნდა გამხდარიყო და „ქართული ოცნება" უნდა ჩამეწია და პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო დავით უსუფაშვილი. ისინი ჩემგან ერთი ამ ლეგენდის აღიარებას მოითხოვენ და თუ ამას არ ვაღიარებ, იმითაც იმუქრებიან, დააბრუნე მაშინ ის 2012 წელი და იქ ჩვენ მარტო შევებრძოლებით „ნაციონალურ მოძრაობასო". აი, ამხელა ამბიცია აქვთ და ამ შებრძოლებაში ალბათ დამარცხება იგულისხმებოდა. რესპუბლიკურ პარტიას წყევლის ნაცვლად დავლოცავდი და ვუსურვებდი, მათ მოეხერხებინოთ, საკუთარი შესაძლებლობები და საკუთარი მოთხოვნილებები დაეახლოვებინოთ ერთმანეთთან ჩემი გამოყენების გარეშე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner