logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 7-8 წელიწადში ხარისხობრივად შეიცვლება საქართველოში სიტუაცია
- +

19 სექტემბერი. 2016. 13:35



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" სამცხე-ჯავახეთის განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, რეგიონში ოთხ წელიწადში 10 სასტუმრო, 11 საწარმო აშენდა და ეტაპობრივად მიმდინარეობს განვითარება.



„სამცხე-ჯავახეთი ისტორიულადაც და დღევანდელობითაც არის საკმაოდ საინტერესო რეგიონი. ამ ოთხი წლის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 10 სასტუმრო აშენდა, 11 საწარმო აშენდა, 50-ზე მეტი გაფართოვდა და განვითარდა. ხელისუფლებას აქვს კონკრეტული პროგრამა, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს ამ რეგიონში. ყველა რეგიონს და მათ შორის სამცხე-ჯავახეთსაც, თუ დავიცავთ იმას, რაც აქამდე შევქმენით და ამ მიმართულებით განვვითარდებით, 7-8 წელიწადში ხარისხობრივად შეიცვლება საქართველოში სიტუაცია",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner