logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ევროპასთან დაახლოება და გაერთიანება ქვეყნის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს
- +

19 სექტემბერი. 2016. 13:41



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანშვილმა ახალციხეში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სულ მალე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.



ჩვენ NATO- წევრი გვინდა გავხდეთ, რაც, რეალობიდან გამომდინარედღეს ან ხვალ ვერ მოხდება. როგორც ჩანს, ამას კიდევ დრო დასჭირდება. ევროპასთან დაახლოება, დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება, გამყარება და გაძლიერებაც, გარკვეულწილად აღრმავებს ჩვენს უსაფრთხოებას. შეიძლებაNATO-ში ვერ შევიდეთ კიდევ რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ ევროპულობა და ევროპული ფასეულობების დაფუძნება ჩვენ ევროპელი მეგობრებისგან დიდი მხარდაჭერის საშუალებას გვაძლევსდა ასევე გაძლიერდება ჩვენი ძირითადი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც განუხრელად ზრუნავს, რომ საქართველო დემოკრატიული, ევროპული მიმართულებით განვითარდეს. ამ ფასეულობებს პატივს ვცემთ ყველა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 



ექს-პრემიერის განცხადებით,  ევროპასთან დაახლოება და გაერთიანება ქვეყნის უსაფრთხოებასაც გარკვეულწილად შეუწყობს ხელს.




თუმცამაინც NATO-ზე უნდა ვიზრუნოთ. როდესაც გაჩნდება საშუალება, ჩვენ მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთრომ შეგვეძლოს, NATO- წევრი ქვეყანა გავხდეთ",-  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner