logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გუბაზ სანიკიძეს ან ის აღიზიანებს, რომ პოლიტიკაში ფული ვერ იშოვა, ან ჩემს გინებაში ფულს იღებს
- +

19 სექტემბერი. 2016. 13:42



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" გაიხსენა, რომ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა,  პოლიტიკაში მილიონის საშოვნელად მიდიოდა.


 

არასდროს პირადი წყენა არ მქონია გუბაზთან, გამოხტა და ასე ცუდად მომიხსენიებს. გავიხსენებ მის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, ის პოლიტიკაში იმიტომ მოდის, რომ მდიდარი უნდა გახდეს, მილიონი უნდა იშოვოს, მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეკავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ვერ იშოვა ფული ამ კაცმა. ან ეს აღიზიანებს, რომ მოვიდა პოლიტიკაში,  ფული ვერ იშოვა და ისევ მე ვარ ამაში დამნაშავე და სწორია. თუ ფულს იღებს, მე რომ მაგინოს, ეს არ ვიცი, მაყურებელმა გადაწყვიტოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner