logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „თავისუფალი დემოკრატები“ პროკურატურას უნდა დახმარებოდნენ სიმართლის გარკვევაში
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:02



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშივლი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" „თავისუფალ დემოკრატებზე" საუბრობს. ივანიშვილის თქმით, როცა ეჭვი გაჩნდა, რომ ბიუჯეტიდან 5 მილიონი მოიპარეს, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ევროპული მიმართულება ეჭვქვეშ დაეყენებინათ, „თავისუფალი დემოკრატები" პროკურატურას უნდა დახმარებოდნენ სიმართლის გარკვევაში.

 

„თავისუფალი დემოკრატები" იყვნენ პარტნიორები. თავდაცვის სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ირაკლი ალასანია, მინისტრი იყო მაშინ, შევიდა პროკურატურა. აი, როგორც კი ეჭვი გაჩნდა თურმე ალასანიას სამეგობროზე, რომელიც მან შეიყვანა თავდაცვის სამინისტროში, რომ შეიძლება ხუთი მილიონი მოიპარეს ბიუჯეტიდან, არც აციეს, არც აცხელეს და თქვეს, ევროატლანტიკური მიმართულება შეცვალა საქართველომო. როგორც კი ალასანიაზე ეჭვი წავიდა, ევროატლანტიკური მიმართულება დაირღვა და იმის შემდეგ აღარ იცოდნენ, როგორ „გაეპრავებინათ" ის, რაც თქვეს, თვითონვე ჩავარდნენ უხერხულობაში და ასე გაგრძელდა, რომ როგორ ვიკადრეთ, რომ ეჭვი ავიღეთ ამ კაცზე და სად გადავიდნენ - რომ  ის პატიმრები, რომლებიც დღეს პატიმრობაში არიან, როგორც „ნაციონალები" ამბობენ, რომ მერაბიშვილია დღეს ჩემი პატიმარი, ახალაია, უგულავა და სხვა დანარჩენები, რომლებსაც პირად პატიმრებად ასახელებენ, გაავლეს პარალელი და იგივე იდეოლოგია გაიმეორეს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები და რა შუაშია აქ ივანიშვილი? იმ შუაში ხომ  არაა, რომ  ის სტანდარტები, რაც მე დავტოვე, როდესაც ვიყავი, როცა ხვედელიძეს ვიხსენებ, კირვალიძეს ვიხსენებ და არავის არ ვზოგავდი, რომ კანონი პირველ რიგში უნდა დაიცვას ხელისუფალმა, ვისაც მეტი აქვს თანამდებობა, მით მეტად უნდა გაუფრთხილდეს კანონს. თავდაცვის მინისტრიც, რომელსაც ამდენი თანაპარტიელი მინისტრი ჰყავდა ხელისუფლებაში, ნაცვლად იმისა, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ჩვენი ევროპული მიმართულება, პროკურატურას უნდა დახმარებოდნენ და მიეცათ საშუალება, რომ გარკვეულიყო სიმართლე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner