logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ახალქალაქში სომხურ ენას არავინ ზღუდავს
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:03



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალქალაქში მცხოვრებ სომხებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა „GDS"-ის ეთერში განაცხადა, ეთნიკური ენების პრობლემა საქართველოში არ არსებობს. ივანიშვილის განცხადებით, ახალქალაქში სომხურ ენას არავინ ზღუდავს.


„უნივერსიტეტის აშენებას, რა თქმა უნდა, დღესაც მივესალმები. დღემდე თუ ვერ მოხერხდა, ახალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და გააკეთოს ანალიზი, მიიღოს გადაწყვეტილება, შესატყვისი რესურსი გამონახოს ამ იდეისთვის. უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ მივაღწიოთ ამ რეალობას.

ახალქალაქში არ არის რეგიონალური ენის პრობლემა. ადგილობრივ ენებს, ეთნიკურ ენებს აქვთ უფრო მეტი პრიორიტეტი. არ მგონია, ახალქალაქში ვინმე ზღუდავდეს სომხურ ენას. მე მგონია, რომ პრობლემა არის მეორე მხრიდან, რომ ადგილობრივმა ეთნიკურმა სომხებმა არ იციან ქართული ენა და ვერ ახერხებენ თანამდებობების მიღებას და ა.შ. ბევრი მუშაობა მიმდინარეობს, რომ ადგილობრივებს დავეხმაროთ სახელმწიფო ენის სწავლაში",- განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner