logo_geo
eng_logo
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:20



სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ვეტერანებისათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  ამიერიდან ვეტერანებს შეუძლიათ, კლინიკის სამედიცინო სერვისებზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბესაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner