logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მუსლიმების და ქრისტიანების ასეთ დაბალანსებულ თანაცხოვრებას სხვაგან ვერ ნახავთ
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:24


 

ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" საქართველოს ძირითად რესურსზე ისაუბრა, რაც შეიძლება წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარი გახდეს. მისი თქმით, საქართველო არის ბალანსის ქვეყანა, და ეს რესურსი საკმაოდ კარგად უნდა გამოვიყენოთ, რათა მოვიზიდოთ ინვესტიციები და გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა.


„ჩვენი ძირითადი რესურსი, ჩემი აზრით, არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ის, რომ ევროპისა და აზიის გასაყარზე ვართ ეს პატარა ერი, რომელმაც ევროპული ცხოვრებაც კარგად ვიცით და აზიურიც. ასეთი დაბალანსებული ყოფა, თუ გინდა ორი რელიგიის და სხვა რელიგიებს აღარ გავყვები, მუსლიმების და ქრისტიანების ასეთ დაბალანსებულ თანაცხოვრებას, რომელიც ბუნებრივია და არა წიგნებიდან ნასწავლი და სისხლში და გენეტიკაში გვაქვს, ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, რომ მუსლიმური და ქრისტიანული სკოლები ერთ შენობაში იყოს. საქართველოში კი ასეთი უკვე რამდენიმეა. ეს არის ჩვენი ბუნებრივი ყოფა, ეს არის ჩვენი ბუნება. ჩემი აზრით, ჩვენი ყველაზე მეტი რესურსი სწორედ აქაა, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის დაბალანსების ადგილი. რომ აქ ყველას, როგორც საკუთარ სამშობლოში, ისე ეცხოვრება. ტურიზმის გაზრდა გვინდა, ინვესტიციები გვინდა, ამ მხრივ ამ რესურსს სჭირდება ძალიან კარგი ლობირება და ძალიან კარგი გაცნობა ევროპის და ჩვენ ევროპაში უნიკალურები ვიქნებით ამ მხრივ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner