logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ბორჯომის ტყეში ხეების მოჭრა დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:28



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ბორჯომის ტყეებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრა, ხელისუფლება მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას და აუცილებლად დაამარცხებენ მცენარეთა დაავადებას.


„მე ვაფინანსებდი სწორედ ამ ჭიის (ექვსკბილა ქერქიჭამია) წინააღმდეგ ბრძოლას და გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ არ გამოდგა ეს მიდგომა ეფექტური და მწერსაჭერებმაც არ გაამართლა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრა. ეს არ არის ის, რომ ხელისუფლება დღეს აგრძელებს წინა ხელისუფლების მსგავსად, ტყისა და ბუნების განადგურებას და ბიზნესზე გადატანას. მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ვერ ახერხებენ ამ დაავადების დამარცხებას და ხეების მოჭრა ამავდროულად ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია, რომ ეს დაავადება დავამარცხოთ და სამკურნალო ჭრები ხორციელდება, რაც მთავრობის კონტროლის ქვეშ არის და ამ პროცესს აუცილებლად მოერევა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner