„ქართული ოცნებიდან" წამოყენებულ ყველა მაჟორიტარს მხარს ვუჭერ", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მე ვუჭერ მხარს ყველა მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნებიდან" არის წამოყენებული. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ხელეწიფება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისევე როგორც მთელ გუნდს აყალიბებს კვირიკაშვილი და მთელი გუნდი. მე არ ვარ გუნდის ჩამოყალიბების მონაწილე. პირადად ყველას არ ვიცნობ. ეს პროცესი უჩემოდ მიდის", - განაცხადა ივანიშვილმა.