logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლება რელიგიის საკითხს მოწიწებით ექცევა
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:35



„ამ საკითხის პროვოცირება ხშირად ხდებოდა. ბათუმშიც დაგეგმილი ჰქონდათ პროვოკაციები. „ნაციონალური მოძრაობა" ორივე ნაწილს ფულს თავად უხდიდა, რომ მოეწყოთ ქრისტიანების და მუსლიმების დაპირისპირება მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით",- ამ სიტყვებით უპასუხა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას ჭელაში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით. 


„ბოლო ორი წელიწადი მე არ გამიგია სერიოზული ხმაური. კონფლიქტები ყველგან ხდება, მაგრამ ზოგი რამ გასატანი არ არის არსად. მეზობლებში, ოჯახში ხდება კონფლიქტები ხშირად, მაგალითად, გუშინ ჩემს უფროს ბიჭთან მე და ჩემი მეუღლე კარგად ვარჩევდით საქმეს, რაღაცები არ მოგვწონდა. ნორმალურია ეს ყველაფერი. ეს ის არ არის, რასაც გვაჩვენებდნენ, რომ დაპირისპირება მასიურია, რომ ქართველები ველურები არიან, ვითომ მართმადიდებლური რელიგიის გარდა სხვა არცერი რელიგია არ ესმით. ამ დროს სრულიად განსხვავებულია სიტუაცია, კი იყო შემთხვევა, რეაგირებაც გაკეთდა, ხელისუფლება ამ საკითხს მოწიწებით ექცევა. კიდევ ექნება გამოვლინება ამ საკითხს, მაგრამ ეს ის ფონი არ არის, რასაც ქმნიდნენ და გვაჩვენებდნენ",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner