logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე მეეზოვეებს: მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ზრუნავთ ჩვენს ქალაქზე
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:37



„ჩემი თქვენთან მოსვლის მიზეზი ერთადერთია - მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ზრუნავთ ჩვენს ქალაქზე, ზრუნავთ მუხიანზე, გლდანზე, ამ საოცარ ეკოსისტემაზე. თქვენ ჩვენი გმირები ხართ, მაშინ, როცა ჩვენ ვისვენებთ, გვძინავს, თქვენ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ მეეზოვეებთან შეხვედრაზე განაცხადა.


შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ლევან კობერიძემ მეეზოვეთა სურვილები, შეკთხვები და პრობლემები მოისმინა.

 

„მე მინდა ყველა მუხიანელს, გლდანელსა და ზოგადად, თბილისელს ვთხოვო: პატივი ვცეთ ამ ადამიანების შრომას. ჩვენც ვიზრუნოთ სისუფთავეზე, არ დავანაგვიანოთ ჩვენი ულამაზესი უბანი და ქალაქი", - განაცხადა კობერიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner