ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმესთან არავითარ კავშირი არ აქვს.
„თავდაცვის სამინისტროში, რომლის მინისტრიც იყო „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ალასანია, შევიდა პროკურატურა. როგორც კი ეჭვი გაჩნდა - შეიძლება 5 მილიონი ლარი მოიპარეს ბიუჯეტიდანო, ალასანიაზე კი არა, ალასანიას სამეგობროზე, არც აციეს და არც აცხელეს და ევროატლანტიკური მიმართულება შეცვალა საქართველომო. აღარ იცოდნენ, როგორ გაეპრავებინათ. როგორ ვიკადრეთ ეჭვის აღება ამ კაცზე?! როგორც „ნაციონალებ" ამბობენ, რომ მერაბიშვილი, უგულავა, ახალაიაც ჩემი პირადი პატიმრები არიან, „თავისუფალმა დემოკრატებმა" ასეთივე პარალელი გაავლეს და იგივე იდეოლოგია გაიმეორეს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები. რა შუაშია ივანიშვილი? იმ შუაში ხომ არაა, რომ დავტოვე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, კანონი, პირველ რიგში, უნდა დაიცვას ხელისუფალმა. ვისაც მეტი აქვს თანამდებობა, მით მეტად უნდა გაუფრთხილდეს კანონს. თავდაცვის მინისტრს ჩვენი ევროატლანტიკური კურსი კი არ უნდა დაეყენებინა ეჭქვეშ, არამედ პროკურატურას უნდა დახმარებოდა გამოძიებაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.