logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დღეს ხადური დასაფასებელია
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:57


 

„ფინანსთა სამინისტროში რომ კორუფცია არ არის, რა ხდებოდა „ნაცების" დროს, რომ ნახავთ, დღეს ხადურიც დასაფასებელია",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ისაუბრა.

ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ბევრი წარმატებული მინისტრი ჰყავს და „ქართული ოცნება" არის წესიერი გუნდი, რომელსაც გამოცდილება აქვს.

 

„ხადურს ბევრი ერჩის, არადა, მშვენიერი ფინანსისტია. საჭმელს უთვლიდნენ. ფინანსთა სამინისტროში რომ კორუფცია არ არის, რა ხდებოდა „ნაცების" დროს, რომ ნახოთ, დღეს ხადურიც დასაფასებელია. თუმცა ყველაზე არაპოპულარულია, როგორც მე ვიცი, რეიტინგებით. სხვა მინისტრები ჩამოთვალეთ, რამდენი წარმატებული გვყავს. ამ გუნდს გამოცდილება აქვს, დაამტკიცა წესიერება. უნდა ვისურვოთ უკეთესი მენეჯმენტი",- განაცხადა ივანიშვილმა


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner