logo_geo
eng_logo
„სპეცსამსახურები ფარულ თვალთვალს მეგის ქარდავას დავალებით ახორციელებდნენ“ - მამუკა არეშიძე (2013 წელი)
- +

13 მარტი. 2016. 13:26

 

2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოდან გაუჩინარებული, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა  2013 წლის აპრილში ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მმართველი კოალიციის წევრების მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებით იმუქრებოდა.


კოალიციის წევრებზე პირადი ცხოვრების მაკომპრომეტირებელი მასალების არსებობის შესახებ თავის დროზე, ცნობილი იყო ექსპერტ მამუკა არეშიძისთვის. მისი ინფორმაციით, ფარულ თვალთვალს პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე სპეცსამსახურები სწორედ ქარდავას დავალებით ახორციელებდნენ. მამუკა არეშიძე ექს-მაღალჩინოსნის მუქარას ვანო მერაბიშვილსა და ახალიებს შორის დაპირიპირებას უკავშირებდა.


„არის გარკვეული კომპრომატები, რომელიც ეხება „ქართული ოცნების" ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ შორის, ქალბატონებსაც. საკმარისია ეს კომპრომატები გამოჩნდეს, თავისთვისვე შეიქმნიან ძალიან დიდ დისკომფორტს. ხელისუფლებას აღარ დარჩება არც სურვილი და არც საშუალება იმისა, რომ ეს ადამიანები კოჰაბიტაციის რეჟიმში შეინარჩუნოს", - განაცხადა არეშიძემ 2013 წელს. 



 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner