logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მაჟორიტარების შერჩევა მიმდინარეობს უჩემოდ და პროფესიონალურად
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:58



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან"  „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ კვირიკაშვილი აკომპლექტებს და ძალიან წარმატებულად.

„მე მხარს ვუჭერ ყველა მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნებიდან" არის წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ერთადერთი გუნდი, ვისაც ხელეწიფება, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. და ეს არ მოდის წინააღმდეგობაში მრავალპარტიულობასთან, რასაც ოპონენტები ცდილობენ, რომ მისაყვედურონ. ადრეც ვამბობდი, რომ მრავალპარტიული უნდა იყოს, დღესაც ვიმეორებ ამას. სასურველი იქნება, რომ მომავალ არჩევნებში არა ერთ პარტიაზე ვაკეთებდეთ სწორებას, არამედ რამდენიმეზე, რომ უფრო კარგი იყოს არჩევანი. მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისევე როგორც მთელ გუნდს, აყალიბებს კვირიკაშვილი და მთელი გუნდი და მე არ ვარ მონაწილე ამ პროცესების. მე არ ვიცნობ აბსოლუტურ უმრავლესობას მთელი გუნდის, ვიცნობ მხოლოდ ძველებს. ეს პროცესი მიდის უჩემოდ და მიდის პროფესიონალურად. ითვალისწინებენ ძირითადად, რა თქმა უნდა, იმ მახასიათებლებს, რასაც ჩვენ ვითვალისწინებდით არჩევის დროს. აქვე ითვალისწინებენ იმას, რამდენად არჩევადია. შეიძლება ჰქონდეს კარგი ბიოგრაფია, მაგრამ რთული იყოს მოსახლეობისთვის, მასზე ორიენტაცია გააკეთოს.

 

ენზელ მკოიანი რეგიონში არის პოპულარული, უყვართ ძალიან და პატივს სცემენ. მისთვის იდეოლოგია „ნაციონალური მოძრაობის" არ იყო როგორც იდეოლოგია, ეს კაცი პოზიციას იჭერს ძირითადად მმართველ ძალასთან. ხელისუფლებამაც იმ არჩევანის პირობებში, რისი საშუალებაც ჰქონდა, გააკეთა სწორი რეაქცია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner