logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პირობა შევასრულე, მოვედი, დავალაგე და წავედი...
- +

19 სექტემბერი. 2016. 14:59


 

„პოლიტიკაში მართლაც მოვედი და მერე წამოვედი. პოლიტიკა არ იყო ჩემი მოწოდება და არც სურვილი მქონდა მოსვლის, მაგრამ რომ ვნახე, ქვეყანას გაუჭირდა, სხვანაირად არ წყდებოდა ეს პრობლემა, უფსკრულისკენ მივექანებოდით, თავს უფლება ვერ მივეცი, ის არ გამეკეთებინა, რაც გავაკეთე",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში მას არც ბიზნესი აქვს და მისი მოწოდება არც ხელისუფლებაში ყოფნაა.  



„რაც არ მინდოდა და ცხოვრებაში არ მიფიქრია, ის გავაკეთე, მოვედი პოლიტიკაში. რაც დავპირდი - მოვალ, დავალაგებ და წავალ - შევასრულე. ასევე ვამბობ, რომ ბიზნესი არ მაქვს საქართველოში, ესეც სიმართლეს შეესაბამება.

ხომ მოხვედით, ე.ი. საინტერესო პიროვნება ვარ. ყველა ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს. საზოგადოების ინტერესი არის ჩემს მიმართ. მე დღეს გახლავართ მოქალაქე. საზოგადოების ნებისმიერ წევრს, ვისაც ხელეწიფება, სურვილი აქვს, ყველას შეუძლია ასეთი ანალიზის კეთება, არავინ დაუშლის. არავის არ აქვს აკრძალული.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვარ მოქალაქე და გათავისუფლებული ვარ ყოველგვარი ინტერესებისგან. ხელისუფლების დატოვებით ვაჩვენე, რომ ეს ინტერესი არ მაქვს, ბიზნესზე ვამბობ, რომ არ მაქვს საქართველოში. ერთადერთი ჩემი ინტერესი ემთხვევა ყველა მოქალაქისას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი და სწორი მიმართულებით განვითარდეს. რესურსი, ნდობა საზოგადოებისგან, რასაც ვგრძნობ, თქვენი მოსვლაც, ინტერესიც, კიდევ ერთხელ ასაბუთებს, თორემ არ მოხვიდოდით.

ძირითად ფასეულობებზე უნდა შევთანხმდეთ, რომ გვინდა ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე და კიდევ სხვა ფასეულობები. რაღაც კონსენსუსი მივიღოთ. ჩაცხრეს ეს აგრესია და ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ. შედეგებით განვსაჯოთ, რამდენად სწორ ანალიზს ვაკეთებ.

ძალიან ბევრი პროექტი მქონდა გაკეთებული და კაციშვილი არ მიცნობდა. ეს არის ჩემი ყოფა, მიყვარს ბაღი, ადამიანები პირველ რიგში ხეებამდე, მაგრამ საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება. ესეც, რომ დავდივარ რეგიონებში, არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს, ვალდებულებად მაქვს მხოლოდ, რომ მგონია, საზოგადოებას კიდევ დავეხმარები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და სწორი მიმართულებით განვვითარდეთ.

როცა ჩუმად ვიჯექი და ვაკეთებდი, ლამის ქვეყანა თავზე დამანგრიეს. თუ სწორი მთავრობა არ ავირჩიეთ, არავითარი ბიზნესი და ქველმოქმედება არ განვითარდება",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner