logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ ჩემი დოგმა არ არის
- +

19 სექტემბერი. 2016. 15:01


 

„რა თქმა უნდა, ჩემი გამოსვლები ემსახურება „ქართულ ოცნებას". არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაა" ჩემი დოგმა და ამოჩემებაა, არამედ იმიტომ, რომ ეს გუნდი სრულყოფილად იცავს სტანდარტებს, რაც ჩემი მოსვლით დაფუძნდა. სხვა პარტიებს ეს არ ხელეწიფებათ, ან სურვილი არ აქვთ",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ისაუბრა.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოდესმე გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებაზე" უკეთესი იქნება.


 

„სხვა პარტიას ვერ ვხედავ რეალურად, რომ მოვუწოდო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ. ერთადერთი პარტიაა „ქართული ოცნება", მაგრამ ოდესმე გამოჩნდება უკეთესი პარტია, ვინც უფრო სწორად დაალაგებს ქვეყანას, უფრო სწორი იდეოლოგია ექნება, უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება და „ქართული ოცნება" აღარ იქნება ჩემი დოგმა.

„ქართულ ოცნებაში" ბევრი პატივსაცემი პიროვნებაა ძველებიდან, ვინც დაიცვა სტანდარტი და ბევრი ახალი წევრი შეემატათ, რამაც ხარისხობრივად გააუმჯობესა გუნდი. ევროპაში გუნდის წევრები ვერ გადიოდნენ, ენა არ  იცოდნენ და დაემატა ბევრი უცხოეთში ნასწავლი ადამიანი. ძირითადი ღერძი შევინარჩუნეთ. ხადურს ბევრი ერჩის, არადა, მშვენიერი ფინანსისტია. საჭმელს უთვლიდნენ. ფინანსთა სამინისტროში რომ კორუფცია არ არის, რა ხდებოდა „ნაცების" დროს, რომ ნახავთ დღეს, ხადურიც დასაფასებელია. თუმცა ყველაზე არაპოპულარულია, როგორც მე ვიცი, რეიტინგებით. სხვა მინისტრები ჩამოთვალეთ, რამდენი წარმატებული გვყავს. ამ გუნდს გამოცდილება აქვს, დაამტკიცა წესიერება. უნდა ვისურვოთ უკეთესი მენეჯმენტი",- განაცხადა ივანიშვილმა.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner