logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მოსახლეობას ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რომ ქვეყნის გარეთ არ ეძებონ სამუშაო
- +

19 სექტემბერი. 2016. 15:03



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მიგრაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონის მოსახლეობას ყველანაირი პირობა უნდა შეექმნას იმისთვის, რომ თავისივე ქვეყანაში დასაქმდეს და ქვეყნის გარეთ არ ეძებონ სამუშაო ადილები.

 

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ უახლოეს წლებში, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში შეეძლოთ საკუთარი ოჯახების რჩენა და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ახალი ხელისუფლების, ჩვენი ახალი მთავრობის და ამისთვის ყველაფერი კეთდება, რომ ყველა პირობა შეიქმნას იმისთვის, და განსაკუთრებით ასეთ მთიან რეგიონში, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად დასაქმდეს და ყველა პირობა უნდა შევუქმნათ მათ, რომ ქვეყნის გარეთ არ ეძებონ სამუშაო ადგილები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner