logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს რელიგიური ნიშნით
- +

19 სექტემბერი. 2016. 15:04

 


ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე შემჩნეულია ქსენოფობიაში და იყო ანტიმუსლიმური აქციების ორგანიზატორი. უქმნის თუ არა ეს საფრთხეს ქვეყნის იმიჯს - ამ კითხვაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელიც არ ანსხვავებს ადმიანებს რელიგიური ნიშნით.


„რა თქმა უნდა, ეს იქნება ცუდი, მაგრამ მე არ ვიცი საკითხი და რამდენადაც ვიცი, როგორია გუნდი და როგორია მათი დამოკიდებულება შერჩევისადმი, რა თქმა უნდა, ასეთ პიროვნებას არ დაუჭერდნენ მხარს, თუ ეს ასეა. თუ ასეთი უხეში შეცდომა მოუვიდათ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცნობ „ქართულ ოცნებას", მის ლიდერს და მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ისეთი, როგორც თითოეული ჩვენგანი ფიქრობს, ისეთი, რომ ჩვენ არ ვანსხვავებთ რელიგიის მიხედვით ადამიანებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner