საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხერეზე არსებული ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან დაზიანებული იყო და საჭირო გახდა ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალსიწინებულია: ახალი 3 მალიანი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, ახალი წყალგამტარი მილების, სადრენაჟე არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
განხორციელდება ასევე, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 680 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.