logo_geo
eng_logo
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძიების დავალება მივიღე
- +

19 სექტემბერი. 2016. 15:45



ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რომელზეც ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას" აქვთ წარდგენილი, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი" დაიკითხა.



მისი განცხადებით, ის უშუალოდ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა და ნავთლუღის ავტოსადგურთან ახლოს იმყოფებოდა.

მოწმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ის მას შემდეგ მივიდა, რაც სროლის ხმა გაიგო.



გიორგი მერებაშვილმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ როდესაც ავტოსადგურში მივიდა, სამი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო, მათ წინ იარაღი ეყარა, ხოლო ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე შალვა თათუხაშვილი, გიორგი დგებუაძე და სხვა პირები.



მისი თქმით, მოგვიანებით დავით ჩხატარაშვილისგან, რომელიც დათა ახალაიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მიიღო დავალება, რომ მოეძებნა აღნიშნული სპეცოპერაციისთვის ცრუ მოწმეები.



დავით ჩხატარაშვილმა მითხრა, მომეძებნა ორი პიროვნება, რომლებიც იტყოდნენ, რომ შეესწრნენ სამი ადამიანის მიერ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მე შევარჩიე ორი პირი, რომელთა შესაძლებლობებსაც ვიყენებდი ოპერატიული საქმიანობის მასალების შეგროვებისას", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner