logo_geo
eng_logo
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთა ნაწილმა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა დატოვა
- +

19 სექტემბერი. 2016. 15:47



ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთა ნაწილი პაატა ბურჭულაძის მოძრაობას ტოვებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის გიორგი თაქთაქიშვილი განცხადებით, ცენტრალური ოფისის გარდა, პარტიიდან მიდიან თბილისის რაიონებისა და საქართველოს რეგიონების ოფისების წარმომადგენლებიც.



მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ბურჭულაძის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას სულ სხვა მიზეზით ხსნის. ამბობს, რომ წასვლის მიზეზი ახალჩამოყალიბებული მოძრაობაა.



ჩვენ მართლაც ვიბრძოდით იმისათვის, რომ ეს საქმე მიგვეყვანა ბოლომდე და დავდგომოდით გვერდზე პაატა ბურჭულაძეს, დავხმარებოდით მას საზოგადოების გაერთიანების საქმეში, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალება ჩვენ თავად პაატა ბურჭულაძემ არ მოგვცა. ყველაფერი ნათელია, ვინ შემოგვიერთდა, როგორ გადანაწილდა სია, ვინ დარჩა ძირითადი გუნდიდან პოლიტიკურ მოძრაობაში. გირჩები, ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობები, ვინც შემოგვიერთდა, აშკარად არიან დომინანტ პოზიციაში", - განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner