logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აფინანსებდა მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას
- +

19 სექტემბერი. 2016. 15:47


 

„ნაციონალური მოძრაობა" თვითონ აფინანსებდა მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას", - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.


„ერთი ნაპირიდან ერთი ჯგუფი იყო მოსყიდული, მეორე ნაპირიდან მეორე ჯგუფი და აჩვენებდნენ მსოფლიოს, როგორი ველურები არიან ქართველები, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობის გარდა სხვა რელიგია მათ არ ესმით და არავითარი ტოლერანტობა არ გააჩნიათ. ესენი არიან ველურები და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" ხელეწიფება, 20-30 წელი ეს ხალხი ჭკუაზე მოიყვანოს. ამ დროს, აბსოლუტურად განსხვავებულია სიტუაცია - „ნაციონალური მოძრაობა" თვითონ აფინანსებდა მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner