logo_geo
eng_logo
ელისაბედ გეგენავა: მაშინდელმა სახელმწიფო პოლიტიკის შედეგებმა მოიტანა, რომ დღეს სტუდენტები ვანადგურებთ უნივერსიტეტს!
- +

13 მარტი. 2016. 14:17


თსუ-ს სტუდენტი ელისაბედ გეგენავა facebook-ზე წერს:


„2005-2006 წლებში, დიდი კამპანია იყო დაწყებული დავიცვათ უნივერსტეტი, მაშინ 10 წლის ვიყავი და ვერ ვხვდებოდი ჩემს სახლში რატომ იყო ასეთი ალიაქოთი, მახსოვს პროფესორების გაწამებული სახეები და ფიზიკოსების გლოვა, იმიტომ რომ უნივერსტეტიდან ძვირფასი სახელმძღვანელოები (ფიზიკის ამ შემთხვევაში) ისე გადაყარეს, სიტყვა არ უთქვამს არავის. (ხუბუას ცნობილი მოვლენები, ფიზიკოსები რომ არ ჭირდება ქვეყანას) მაშინ პირველად ვკითხე მამას რა ხდებოდა, მკითხა თუ მინდოდა ოდესმე უნივერსტეტში მესწავლა და დავეთანხმე. არ მესმოდა მაშინ კარგად, რას ნიშნავდა თსუ, თუმცა გუმანით ვხვდებოდი, რომ რაღაც კარგს და ღირებულს ემუქრებოდა საფრთხე. იმის მერე მუდმივად მაქვს იმის განცდა, რომ ჩვენი დასაცავია, ჩვენი მოსავლელია და არ შემიძლია მშვიდად ვუყურო იმას, როგორ კვდება ერთ-ერთი უდიდესი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო სივრცე, თანაც იმიტომ, რომ ერთ დროს გადაწყვიტეს სადღაც ზემოთ, რომ თბილისი სახელმწიფო უნივერსტეტი არასაჭიროა და ყველაფერი აკადრეს და გამოუვიდათ კიდეც, მეორე დღეა ვუყურებ იმ შედეგებს, რაც მაშინდელმა სახელმწიფო პოლიტიკამ მოიტანა - უნივერსტეტს სტუდენტები ვანადგურებთ!", - წერს გეგენავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner