logo_geo
eng_logo
სოფელ ზედა ჭარნალში ახალი სკოლა გაიხსნა
- +

19 სექტემბერი. 2016. 16:13


 

კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნა დღეს აჭარის ერთ-ერთ სოფელში. სასწავლო წლის ახალ სკოლაში დაწყება ზედა ჭარნალის მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა. სკოლის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. https://youtu.be/5pb24tHFMg4



ზედა ჭარნალში წლების განმავლობაში 100-მდე მოსწავლე ავარიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდა. ახალი სკოლის მშენებლობა 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ძველი სკოლის მიმდებარედ აშენდა ახალი, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შიდა სპორტული დარბაზით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლებიისთვის. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყო საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით.



ზედა ჭარნალის საჯარო სკოლის მშენებლობისათვის 469 993 ლარი დაიხარჯა.


ზედა ჭარნალის საჯარო სკოლაში სწავლობს 71 მოსწავლე, მათ შორის 8 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 17 პედაგოგი.



ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. მიმდინარე წელს დასრულდა ზედა განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და დაიწყება სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 2017 დაიწყება სარფის ახალი სკოლის მშენებლობა, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფერიის საჯარო სკოლას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner