მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა სოფელ ახალსოფელში, ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გახსნეს.
გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ახალაშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით, ელექტროენერგიითა და წყალმომარაგებით.
სოფლის სკოლასთან ახლომდებარე ბაღი მოსახლეობის თხოვნით აშენდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაშენებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 693 920 ლარი გაიხარჯა. ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი და ადაპტირებულია შ.შ.მ პირებისთვის.
ბაღში 28 ადგილობრივია დასაქმებული.