logo_geo
eng_logo
მატეო რენცი: თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ევროპის აჩრდილზე მოგვიწევს საუბარი
- +

19 სექტემბერი. 2016. 16:34



იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ „კორიერა დელა სერასთვის" მიცემულ ინტერვიუში ბრატისლავას არაფორმალური ევროკავშირის ლიდერების სამიტი გააკრიტიკა. მისი თქმით, სამიტი სხვა არაფერი იყო, თუ არა „კარგი კრუიზი დუნაიზე".



„მე არ ვიცი, რას ეძახის ანგელა მერკელი „ევროპის სულს" ბრატისლავას სამიტზე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სულის მაგივრად ჩვენ ევროპის აჩრდილზე მოგვიწევს საუბარი", - განაცხადა რენციმ.



იტალიის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი ევროლიდერია, რომელმაც გააკრიტიკა სამიტი და მისი შედეგები. რენცის თქმით, ის „არ არის კმაყოფილი" ევროსამიტის შედეგებით და შესაბამისად, ამიტომაც არ გაიზიარა პოდიუმი მერკელთან და ოლანდთან ერთად. მისი თქმით, ევროსამიტმა ვერ შეძლო რაიმე არსებითი სიახლის დაგეგმვა, განსაკუთრებით საემიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით.



 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner