logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

19 სექტემბერი. 2016. 17:02



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრები დღეს  „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებს  შეხვდნენ.


პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგნელებმა პლატფორმის წევრებს გააცნეს საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უკავშირდება. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლატფორმის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს.



დღეს გაიმართა პირველი შეხვედრანარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებთან. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ორმოცამდე ორგანიზაციას. ჩვენ საერთო საზრუნავზე გვქონდა პირველი სერიოზული განხილვა. მოგეხსენებათ, რომქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში უკვე არის ცალსახად დეკლარიებული, რომ ჩვენ ვიმუშავებთ უფრო ჰუმანურ, ადამიანის უფლებებზე და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე",- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.



განცხადება ასევე გააკეთა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.



მისი თქმით, პლატფორმის მხრიდან გამოითქვა იდეა, რომ გაფორმდეს მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან.



მემორანდუმში  ასახული იქნება ის ძირითადი პრინციპები, რა   პრინციპებსაც უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ჩვენ ტექსტი ჯერ არ გვინახავს, თუმცა გავეცნობით. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამიტომუკვე მომავალი პარლამენტი აუცილებლად იმუშავებს ამ საკითხზე",-განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.



შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება ასევე გააკეთა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელმა კოკა ლაბარტყავამ.



ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" შეხვდაქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ისევე როგორც შეხვდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს. გაიმართა საუბარი ნარკოპოლიტიკის სფეროში შესაძლო ჰუმანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი თანამშრომლობა, რაც C ჰეპატიტის სფეროში წარმატებით განხორციელდა, ასევე წარმატებით განხორციელდება ნარკოპოლიტიკის სფეროში, რითაც ნარკოტიკების მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი თავის რეალიზებისა და საზოგადოებაში დაბრუნების საშუალება მიეცემათ",- აღნიშნა კოკა ლაბარტყავამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner