ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „მრეწველების" ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე შრომის კოდექსთან დაკავშირებით ისაუბრას. ტყემალაძის განცხადებით, შრომით კანონმდებლობაში ბევრი რამ გაკეთდა და კვლავ გრძელდება ეს პროცესი.
„წინა ხელისუფლების დროს მღებულ იქნა შრომის კოდექსი, რომლითაც ბევრი ადამიანი იგნორირებული იყო. კოალიციური ხელისუფლების დროს შრომის კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმებულების სასარგებლოდ. ვერ მოგვარდა ბოლომდე ისე, როგორც ხელისუფლებას მიგვაჩნდა სწორი, რადგან კანონი რომ გავიდეს, სრული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. დამსაქმებელს უფლება ჰქონდა, სამ-სამ თვიანი ხელშეკრულებები გაეფორმებინა და უმიზეზოდ გაეშვა დასაქმებული. ჩვენ ეს გავახანგრძლივეთ და ორჯერ დროებითი ხელშეკრულება უკვე მუდმივში გადადის. უაპელაციოდ ვერ გაათავისუფლებენ, თუ საფუძვლიანი საბაბი არ იქნა და ა.შ. ბევრი რამ გაკეთდა და გაკეთდება.
გენდერული კუთხით დასაქმების პრობლემა არ არსებობს. საჯარო სტრუქტურებში, სამედიცინო დაწესუბულებებში და ბევრ ადგილას ქალების სამუშაო ადგილები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების",- განაცხადა ტყემალაძემ.