logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 37,3 მლნ ევროს ოდენობის პროექტები დაამტკიცა
- +

19 სექტემბერი. 2016. 17:39



აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებისთვის რამდენიმე პროექტი განხორციელდება, რომლისთვისაც ევროკავშირმა 37,3 მილიონი ევროს ბიუჯეტი დაამტკიცა.



ყველაზე დიდი თანხა, 20 მილიონი ევრო განკუთვნილია პროექტისთვის სახელწოდებით EU4Youth, რომლის ძირითადი მიმართულება ახალგაზრდების დასაქმებაა.



აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია მეორე პროექტია, რომლისთვისაც 6 მილიონი ევროა გამოყოფილი. მესამე მიმართულება კი შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში საზღვაო უსაფრთხოება და გარემოს დაცვაა, რისთვისაც 4 მილიონი ევროა გათვალისწინებული.



აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი მონაწილეობენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner