logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია უარყოფს, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება
- +

19 სექტემბერი. 2016. 18:18




თბილისის მერი დავით არმანია გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ეკოლოგიის სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ 91-ით გაიზრდება.


დედაქალაქის მერი უარყოფს, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ გაიზრდება.


საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, ჯერ დოკუმენტი არ დასრულებულა. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც, როგორც ჩანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან გვაქვს საქმე, ისევე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში", - აღნიშნა ნარმანიამ.



რაც შეეხება ყაზბეგის გამზირზე 17 აგვისტოს ხეების მოჭრას, მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა თქვას, რეალურად რასთან გვქონდა საქმე.



გამოძიების შედეგს ველოდებით, რომ მოვიქცეთ ადეკვატურად. თუ გამოძიების დასრულებამდე რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს იქნება ზეპირად და არაადეკვატური მიღებული გადაწყვეტილება. მეორე მხრივ, რეორგანიზაციის პაკეტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და რაც მოიცავს არა მხოლოდ სამსახურის რეორგანიზაციას, არამედ სისტემის ახლებურად გადაწყობას, ესეც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და საკრებულოში წარვადგინოთ. სხვანაირად ზეპირად საუბარი, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი არ არის და მიუღებელია. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს", - განაცხადა ნარმანიამ.



მისივე თქმით, ხეების ჭრასთან დაკავშირებული მორატორიუმი გრძელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ჭრა შეჩერებულია, გარდა დაზიანებული ან საფრთხის შემცველი ხეებისა.



მორატორიუმი გაგრძელდება, ვიდრე ახალი რეგულაციები არ გვექნება და შესაბამისად, არ იმუშავებს კომისია, რომელიც ცალკეულ შემთხვევებზე გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner