logo_geo
eng_logo
"ქართველი „ლეპენი“ ქართველი „სოროსის“ წინააღმდეგ!“
- +

19 სექტემბერი. 2016. 18:29



„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერზე,  საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატზე, სანდრო ბრეგაძეზე და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილზე ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.


„მოკლედ, ქართველი „ლეპენი" ქართველი „სოროსის" წინააღმდეგ! საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის ამომრჩეველი ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას!" - წერს ხუბუა სტატიაში.


„განსაკუთრებით ყურში მოსახვედრი და საგულისხმოა ბიძინა ივანიშვილის ერთი განცხადება, რომელიც მან გასულ კვირას უსუფაშვილთან დაკავშირებით გააკეთა:

 

„როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული, რომ  ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო, უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა. გამოუცდელი მოვიდა, მაგრამ უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა და, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა".

 

ქართველ სალიბერასტეთს და, განსაკუთრებით რესპუბლიკურ პარტიას პრემიერი ღარიბაშვილი გულზე რომ არ ეხატება, ეს არახალი ამბავია.

 

ღარიბაშვილის ხელისუფლებიდან წასვლაც სწორედ ქართველმა ლიბერასტულმა ძალებმა, განსაკუთრებით რესპუბლიკელებმა და მათმა უცხოელმა „აპეკუნებმა" რომ „გააჩალიჩეს", ესეც ყველასთვის ცნობილია!

 

უბრალოდ, ახლა ბიძინა ივანიშვილმაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დაადასტურა, რომ ეს ასე იყო.

 

და მაინც, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს რომ გავყვეთ, რატომ და როგორ მოუგო ყველა ბრძოლა იმხანად პოლიტიკურად გამოუცდელმა ღარიბაშვილმა პოლიტიკაში გამობრძმედილ უსუფაშვილს?

 

რა იყო და რა არის მთავარი განსხვავება ღარიბაშვილს და უსუფაშვილს შორის?

 

რა იყო და რა არის ღარიბაშვილის მთავარი უპირატესობა უსუფაშვილთან?

 

ძალიან მარტივი რამ:

 

ღარიბაშვილი არის ქართულად მოაზროვნე პოლიტიკური ლიდერი!

 

უსუფაშვილი არის ანტიქართულად მოაზროვნე პოლიტიკური ლიდერი!

 

უსუფაშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ ის საკუთარ ვაჟიშვილებს სამშობლოსათვის თავდადებას არ ასწავლის.

 

ღარიბაშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც ცხოვრებაში გააჩნია, ეს არის მისი ოჯახი და სამი ვაჟიშვილი, რომლებსაც სამშობლოს უზრდის!

 

კიდევ ერთხელ:

 

უსუფაშვილი აცხადებს, რომ საკუთარ ვაჟიშვილებს სამშობლოსათვის თავდადებას არ ასწავლის!

 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ ვაჟიშვილებს სამშობლოს უზრდის!

 

აქ ყველაფერი ცხადია!

 

აქ ყველაფერი დამთავრებულია!

 

და აი, ახლა, როცა ახალი საპარლამენტო არჩევნები კარს არის მომდგარი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გასარკვევი:

 

უნდა მოხვდეს თუ არა ახალ პარლამენტში ანტიქართული და ანტიეროვნული ძალა - რესპუბლიკური პარტია?

 

უფრო სწორად, აქ ყველაფერი გარკვეულია:

 

გამორიცხულია, გამორიცხულია, რესპუბლიკურმა პარტიამ 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახოს და პარლამენტში მოხვდეს!

 

ეს არასოდეს მომხდარა და ვერც ახლა მოხდება!

 

თუმცა, რესპუბლიკური პარტიის ცალკეული ლიდერები იბრძოდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული მანდატით გაძვრნენ.

 

ამ მხრივ ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილია, რომელიც თბილისში, საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს!

 

ამ ოლქში უსუფაშვილს მედგარი ბრძოლა გამოუცხადა მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ!

 

კონტრასტი აშკარაა:

 

ულტრაეროვნული ბრეგაძე ულტრალიბერასტი უსუფაშვილის წინააღმდეგ!

 

ძველი ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი ბრეგაძე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებული უსუფაშვილის წინააღმდეგ!

 

ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მებრძოლი ბრეგაძე ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრე უსუფაშვილის წინააღმდეგ!

 

ქართველი ლიბერასტების დაუძინებელი პოლიტიკური მტერი ბრეგაძე ქართველ ლიბერასტების პოლიტიკური „მზე-ღმერთის" უსუფაშვილის წინააღმდეგ!

 

ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის სასტიკი მოწინააღმდეგე ბრეგაძე ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის სასტიკი მომხრის უსუფაშვილის წინააღმდეგ!

 

ზოგად ასპექტში ეროვნულობა ანტიეროვნულობის წინააღმდეგ!

 

საერთაშორისო პარალელებიც რომ გავავლოთ, სანდრო ბრეგაძე, მისი შეხედულებების მიხედვით, უნდა შევადაროთ საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის" დამფუძნებელ ჟან-მარი ლეპენს, რომელიც დღემდე აქტიურად იბრძვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების, აბორტის, ევთანასიის, ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკისა და, ზოგადად, მსოფლიოში გაბატონებული კვაზი-ლიბერალური მეინსტრიმის წინააღმდეგ!

 

ხოლო უსუფაშვილი, მისი იდეოლოგიის და შეხედულებების მიხედვით, შეგვიძლია შევადაროთ ჯორჯ სოროსს, რომელიც საქართველოში მილიონებს ხარჯავს და დაქირავებული მსტოვრების მეშვეობით აქტიურად იბრძვის ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ღირებულებების, მართლმადიდებლობის და ეკლესიების წინააღმდეგ!

 

მოკლედ, ქართველი „ლეპენი" ქართველი „სოროსის" წინააღმდეგ!

 

საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის ამომრჩეველი ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას!" - წერს „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner