14 მარტიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. ამ დროს ისინი უზეთო საჭმელს იღებენ.
პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.
დიდმარხვა 14 მარტს დაიწყება და 49 დღის შემდეგ, 1 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.