logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: ერთი რამ ცხადია...
- +

19 სექტემბერი. 2016. 19:00



თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა გაზეთ „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" ახალ სახეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას დადებითად აფასებს. რაც შეეხებათ კონკრეტულად ახალ სახეებს, ხურცილავას თქმით, კარგია, რომ ისინი არ არიან ოდიოზური ფიგურები.

 

ზოგადად დადებითად ვაფასებ. ერთი მხრივ, ახალ სახეებს არ ვიცნობთ, არ ვიცი, რა აქვთ გაკეთებული, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. როცა რაღაც უნდა განაახლო, ძველი გვერდზე უნდა გადაწიო და ახალი შემოიტანო.

 

ახლა ეს ადამიანები შევამოწმოთ, რა შეუძლიათ. ერთი რამ ცხადია - ესენი არ არიან ოდიოზური ფიგურები და, მოდით, ახლა ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაღაც გააკეთონ. 35-40 წლამდე ახალგაზრდებს ჩავაბაროთ ჩვენი ცხოვრების სადავეები, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ და კარგ სტრუქტურებში მუშაობდნენ. ხოლო ის, ვისაც ვიცნობთ, სიის ბოლოში თუ იქნებიან, მთლიან სიას გაძლიერებენ",  - განაცხადა დოდო ხურცილავამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner