logo_geo
eng_logo
„პრაიმტაიმი“: რა დაუჯდა რამაზ ნიკოლაიშვილს ეს „პატივი"...
- +

19 სექტემბერი. 2016. 19:01


 

გაზეთი „პრაიმტაიმი" „ნაციონალური მოძრაობის" განახლებულ სიასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და საინტერესო დაკვირვებას აწარმოებს. გამოცემის თქმით, გიორგი თევდორაძის ნაცვლად სიის ოცეულში მისი ადგილი რამაზ ნიკოლაიშვილმა დაიკავა და თავად თევდორაძემ 63-ზე გადაინაცვლა.


 

„ნაყოფიას შემდეგ განახლებულ სიაში რიგითობა ძველი თანმიმდევრობით გრძელდება - ნადირაშვილი, ჩიქოვანი, ბოკუჩავა... მაგრამ შემდეგ, სადაც გიორგი თევდორაძე უნდა აღმოგვეჩინა, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ რამაზ ნიკოლაიშვილი. ის განახლებულ სიაში მეოცე ადგილზეა წარმოდგენილი. ცხადია, მოვიძიეთ თევდორაძის რიგითობა და ის 63-ეზე დაგვხვდა..." - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".

 

 

„მართალია, ბატონი გიორგი ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატია ნაციონალებიდან, მაგრამ რთული დასაჯერებელია, რომ მას ასე უმტკივნეულოდ დაეთმო ნიკოლაიშვილისთვის თავისი გარანტირებული ადგილი ოცეულში, როცა ნაციონალების ხელისუფლების დროინდელი ფინანსური პოლიციის, მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ბოლოს კი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ივლისში გამოქვეყნებულ-დამტკიცებულ სიაში საერთოდაც არ იკითხებოდა..." - წერს „პრაიმტაიმი" და ამ ეჭვისა და ინფორმაციის გადამოწმებას რამაზ ნიკოლაიშვილთან ცდილობს, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ აღმოაჩნდა კითხვებზე პასუხის გასაცემად.


„ახლა კი იმის შესახებ, რა დაუჯდა ნიკოლაიშვილს ეს „პატივი"...


როგორც „პრაიმტაიმს" უამბობენ, მის სიაში მოხვედრას „ნაციონალურ მოძრაობაში" ე.წ. გიგა ბოკერიას ფრთა ლობირებდა. სახელდება კონკრეტული გვარებიც - დავით ბაქრაძე, აკაკი ბობოხიძე და დავით კირკიტაძე... იმავე ინფორმაციით, რამაზ ნიკოლაიშვილმა ამ ნომრად სიაში ყოფნისთვის ერთი მილიონი გადაიხადა. გიორგი თევდორაძის დათანხმება კი მარტივად მოხდა - მას თავის მაჟორიტარულ ოლქში განსაკუთრებულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ... თუმცა წყარო იმასაც ამბობს, რომ გადახდილი მილიონიდან თევდორაძესაც ერგო თავისი „კუთვნილი წილი" ასეთი მსხვერპლშეწირვისთვის...


სამწუხაროდ, გიორგი თევდორაძესთან დაკავშირება ხსენებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენს მკითხველს წარმოვუდგენთ აღნიშნულზე რამაზ ნიკოლაიშვილის პოზიციას, რომელიც ძალიან ააღელვა ჩვენმა კითხვებმა:


- როგორ ახსნით თქვენს აღმოჩენას ნაციონალების სიაში? უკმაყოფილება რატომ უნდა გამოეწვია „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ერთ ნაწილში?


- ვისი უკმაყოფილება გამოიწვია?

 

- მხარდამჭერთა ერთი ნაწილის, რომლებიც საკუთარ პოზიციას არც მალავენ სოციალურ ქსელებში...


- აზრები რომ იყოფა, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ვისი აზრები გაიყო კონკრეტულად ჩემთან დაკავშირებით, მე არ ვიცი...

 

- თქვენ გრძნობთ ამ უარყოფით დამოკიდებულებას სიაში თქვენს გამოჩენასთან დაკავშირებით?


- მე რას ვგრძნობ, ეს მე ვიცი, მაგრამ კითხვა ჩემი მისამართით არ არის...

 

- არსებობს ინფორმაცია, რომ სიაში თქვენს ჩასმას ლობირებდნენ დავით ბაქრაძე, კაკო ბობოხიძე და დავით კირკიტაძე. ამ პროცესში მართლა გქონდათ ამ ადამიანებთან განსაკუთრებული ინტენსივობით ურთიერთობა?


- უსაგნო საუბარია ახლა ეს... თუ ვინმესთვის გასაკვირია, რატომ მოვხვდი მე ნაციონალების სიაში, მაშინ მას 2012 წლამდე საქართველოში არ უცხოვრია.


- არის სხვა ინფორმაციაც, თითქოს თქვენ მილიონი გადაიხადეთ ამ ადგილისთვის...


- (იცინის) გინდათ, რომ ამ თემაზე ვიჭორაოთ? არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს...


- თავად თქვენ როგორ შეგიძლიათ, ახსნათ ის ფაქტი, რომ გოგა თევდორაძემ, რომლის ადგილიც თქვენ დაიკავეთ ამ სიაში, 63-ე ადგილზე გადაინაცვლა?..


- ამ თემაზე საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ...

 

სამწუხაროდ, რამაზ ნიკოლაიშვილს ვერ აღმოაჩნდა არგუმენტები არსებული ინფორმაციით წარმოქმნილი ეჭვის გასაფანტად..." - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner