logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ სიას სულ სხვა ინტრიგა ახლავს“
- +

19 სექტემბერი. 2016. 19:03



„მკითხველს, ალბათ, კარგად ემახსოვრება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ივლისში პომპეზურად გამოქვეყნებული და დამტკიცებული სია. ეს ამბავი 22 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მოხდა", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს. გამოცემის თქმით, ამ სიაში არავის შეუნიშნავს რამაზ ნიკოლაიშვილი. მას შემდეგ „ნაციონალებმა" განახლებული სია წარმოადგინეს, რომელიც ბევრმა სანდრა რულოვსის სიაში ჩამატებას დაუკავშირა, მაგრამ „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ამ „ახალ სიას სულ სხვა ინტიგა ახლავს".

 

„სხდომას პოლიტსაბჭოს წევრები, საარჩევნო სიის კანდიდატები, მაჟორიტარული ოლქების კანდიდატები, პარტიის რაიონული თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. სხდომაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიის პროგრამა, სამოქმედო გეგმა, პარტიის განახლებული ლოგო. ასევე, დამტკიცდა 2016 წლის არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სია - მაშინ ამბობდნენ, რომ საბოლოო ვერსიით. ყველა საკითხი პოლიტიკურმა საბჭომ კენჭისყრით დაამტკიცა. მაშინ არც დარბაზში და არც სიაში არავის შეუნიშნავს რამაზ ნიკოლაიშვილი...

 

ზემოაღწერილი მოვლენის შემდეგ, დაახლოებით თვე-ნახევარში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" განახლებული სია კვლავ შესთავაზა თავის ამომრჩეველს. ბევრმა ჩათვალა, რომ სიის განახლება სანდრა რულოვსის მეორე ნომრად ჩამატებამ გამოიწვია მხოლოდ. ამ ლოგიკით, ივლისში წარმოდგენილ რიგითობას მხოლოდ ერთი პუნქტით უნდა ჩამოეწია, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ხმამაღლა გაცხადებული მიზეზის მიღმა, განახლებულ სიას სულ სხვა ინტრიგა ახლავს.

 

მართლაც, რულოვსის მეორე ნომრად ჩამატების შემდეგ სია ერთი პუნქტით ქვემოთ ინაცვლებს, მაგრამ ასე გრძელდება 15 ნომრამდე, სადაც გიგა ბოკერია სახელდება. თუმცა, ძველ სიაში თუ მას შემდეგ თენგიზ გუნავა აგრძელებდა რიგითობას, ახალში მის ადგილს კობა ნაყოფია იკავებს, გუნავა კი 24-ეზეა გადანაცვლებული. სწორედ ამ ნომერს იკავებდა ძველ სიაში ნაყოფია. რატომ მოხდა ეს გადანაცვლება, ამის შესახებ პრეტენზიას არავინ გამოთქვამს „ნაციონალების" მხარდამჭერებში, თუმცა, თუ წარსულ გამოცდილებას დავუჯერებთ, ასე ხშირად ხდება ხოლმე გარკვეული საზღაურის გადახდის დასაფასებლად... თუმცა, სჯობს, განვაგრძოთ თანმიმდევრობა, ვინაიდან გაცილებით საინტერესო ფაქტს უნდა მივადგეთ: ნაყოფიას შემდეგ განახლებულ სიაში რიგითობა ძველი თანმიმდევრობით გრძელდება - ნადირაშვილი, ჩიქოვანი, ბოკუჩავა... მაგრამ შემდეგ, სადაც გიორგი თევდორაძე უნდა აღმოგვეჩინა, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ რამაზ ნიკოლაიშვილი. ის განახლებულ სიაში მეოცე ადგილზეა წარმოდგენილი. ცხადია, მოვიძიეთ თევდორაძის რიგითობა და ის 63-ეზე დაგვხვდა... მართალია, ბატონი გიორგი ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატია ნაციონალებიდან, მაგრამ რთული დასაჯერებელია, რომ მას ასე უმტკივნეულოდ დაეთმო ნიკოლაიშვილისთვის თავისი გარანტირებული ადგილი ოცეულში, როცა ნაციონალების ხელისუფლების დროინდელი ფინანსური პოლიციის, მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ბოლოს კი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ივლისში გამოქვეყნებულ-დამტკიცებულ სიაში საერთოდაც არ იკითხებოდა..." - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner