logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: „ნაციონალებმა“ თავიანთი ფსევდოპატრიოტული სისულელეებით შემოიყვანეს საოკუპაციო ჯარი ქვეყანაში
- +

19 სექტემბერი. 2016. 19:12



პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და ამბობს, რომ მათ ფსევდოპატრიოტული სისულელეებით შემოიყვანეს საოკუპაციო ჯარი ქვეყანაში. მაღრაძე ამბობს რომ, „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ერთ ანეკდოტს ახსენებს - როდესაც ადამიანი დედ-მამას დახოცავს, სასამართლოზე კი ითხოვს, შემიწყალეთ, ობოლი ვარო!


„ნაციონალებმა" თავიანთი ფსევდოპატრიოტული სისულელეებით შემოიყვანეს საოკუპაციო ჯარი ქვეყანაში, ამისთვის კი ჯილდოდ ოდესის საბაჟო მიიღეს.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ" უტიფრობა აქცია საკუთარ რელიგიად, თან ისე, რომ ამ უტიფრობით აღტაცებულებიც კი არიან. ჩემი აზრით, ქვეყანაში სიტუაციის არევის რესურსი არც "ნაციონალებს" და არც ვინმე სხვას არა აქვს. „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ერთ ანეკდოტს მახსენებს, როდესაც ადამიანი დედ-მამას დახოცავს, სასამართლოზე კი ითხოვს, შემიწყალეთ, ობოლი ვარო! ჩვენი ისტორია იცნობს ასეთ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან პროგრესის სახელით მოქმედი სექტანტური ჯგუფები, არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოაქვთ სიახლე, უკეთესი მომავალი და ახლებური ცხოვრების წესი. თავის დროზე ასე მოვიდნენ „სოციალ-დემოკრატებიც" და არცთუ დიდი ხნის წინ „ნაციონალებიც", - აცხადებს დავით მაღრაძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner