logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე ნიკა გვარამიაზე: ძალიან საინტერესოა, მოსმენები რომ აწუხებს „მოსმენების მამას“
- +

19 სექტემბერი. 2016. 19:15


 

პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა. მაღრაძის განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა გამოიძიონ ამ ჩანაწერის წარმომავლობა, რათა შემდგომში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

 

„გვარამია იყო „მოსმენების მამა" - ძალიან საინტერესოა, მოსმენები რომ აწუხებს „მოსმენების მამას". ხომ ვთქვი, უტიფრობა მაგათი რელიგიაა-მეთქი. ჩემი აზრით, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა გამოიძიონ ამ ჩანაწერის წარმომავლობა, ისიც, როგორ მოხვდა ის საჯარო სივრცეში და აღკვეთონ დროულად მსგავსი შემთხვევები. საქართველოში ხვალინდელი დღე მოსმენებისა და დასმენების გარეშე უნდა გათენდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" უკანონობისა და უზნეობის ისეთი მასშტაბური სისტემა შექმნა, რომ ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის დაყენება რთულია და, როგორც ჩანს, ზოგიერთ სამსახურში კიდევ დარჩნენ იმ რეჟიმის ნარჩენები. გადაცდომები მომავალშიც იქნება, ალბათ, თუმცა დროულად რეაგირებაა ამაზე საჭირო", - აცხადებს დავით მაღრაძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner