ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა „რეპორტიორთან" ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ისაუბრა.
როგორც მარიამ ჯაშმა „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა მომავალში ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია მოხდება.
შეგახსენებთ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებ „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„დღეს პირველი შეხვედრა ჩატარდა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებთან. საუბარი იყო ერთიან ღონისძიებებზე. მომავალში გატარდება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა. პირველ რიგში გაუქმდა სასწრაფო ზედოზირების შეტყობინება. ასევე „ნარკოპოლიტიკის პლატფორმის" წევრებმა და სხვა ორგანიზაციებმა ძალიან აქტიური როლი ითამაშეს C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ დავიწყოთ კონსტრუქციულ ფორმებში დიალოგი მთლიანი ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისთვის. ამის შედეგად ჩვენ შევძლებთ შევამციროთ ნარკომომხმარებელთა მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები, რომელიც დაფუძნებული იქნება მტკიცებულებებზე. მსგავსი სახის მიდგომები ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთისკენ", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.