საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის თითოეულ მოსამსახურეს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის, პირნათლად შესრულებული მოვალეობისა და ქვეყნის ერთგულებისათვის.
სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება. ეს საპატიო მისიაა, რომელსაც ისინი ღირსეულად ასრულებენ.
მინდა წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა ვუსურვო მათ!" - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.