logo_geo
eng_logo
სტუდენტი გვანცა ხონელიძე: სანამ ნიკა გვარამია საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს, „რუსთავი 2“-ს ბოიკოტს ვუცხადებთ
- +

13 მარტი. 2016. 14:40


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ხონელიძე, სტუდენტთა სახელით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ბოიკოტს უცხადებს. როგორც ხონელიძემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სტუდენტებს ცილს სწამებს და მათ პროტესტს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. ხონელიძის თქმით, სტუდენტები წყვეტენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"- თან კომუნიკაციას, მანამ სანამ ნიკა გვარამია საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს.



„რამდენიმე დღის განმავლობაში, სტუდენტთა კრიტიკული მასა ვითხოვთ სამ ყველაზე მკაფიო მოთხოვნას. პირველი მოთხოვნა არის გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა. ეს მოთხოვნა არის ყველანაირი საბუთებით, ისტორიით გამაგრებული. ამ მოთხოვნას ნელ-ნელა უერთდება სენატორთა უმრავლესობა. ასევე ვლადიმერ პაპავა და ყველა ის პირი, რომელსაც მეტნაკლებად აქვს წარმოდგენა გაფრინდაშვილის ისტორიაზე.

 

მეორე მოთხოვნაა, რომ მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება, რადგან ეს არის ძირგამომპალი ინსტიტუცია, რომელიც წლების მანძილზე უნივერსიტეტის რესურსებზეა მომჯდარი.

 

მესამე მოთხოვნას, რომ სასწრაფოდ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, დაიწყოს გამოძიება და თსუ-დან „ოდეერები" გააძევონ.

 

ამ მოთხოვნებს ამყარებს ძალიან ბევრი დოკუმენტი, ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი მასალები, ძალიან ბევრ სატელევიზიო ეთერში დისკუსიებში დამტკიცბეული ფაქტები. ამის პარალელურად, დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო, ირონიულ და არაადეკვატურ განცხადებას. იგი სტუდენტებს ცილს სწამებს, აკრავს პარტიულ იარლიყებს და ცდილობს, ეს ჯანსაღი პროტესტი გარიოს პარტიათა თამაშში. ეს არის მიუღებელი და დასაგმობი. ჩვენ, სტუდენტები, სტუდენტთა კრიტიკული მასა, ვაცხადებთ, რომ მანამ სანამ ნიკა გვარამია არ მოიხდის საჯაროდ ბოდიშს მის ყველა განცხადებაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ვუცხადებთ ბოიკოტს და ბოდიშის მოხდამდე არ გავაგრძელებთ მასთან კომუნიკაციას", - განაცხადა გვანცა ხონელიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner