logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ცხადად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი არა ჰყავს
- +

19 სექტემბერი. 2016. 19:38



პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს საარჩევნო უფლებები სისტემურად არ ილახება. როგორც მაღრაძე აცხადებს, „ქართულ ოცნებას" კონკურენტი არ ჰყავს.

 

„ჩემი აზრით, ასეთ წინასაარჩევნო გარემოში ქართველი საზოგადოება პირველად არის, გარემოში, სადაც საარჩევნო უფლებები სისტემურად აღარ ილახება. ვფიქრობ, ხელისუფლებას ღირსეულად უჭირავს თავი და მნიშვნელოვან შეცდომებს არ უშვებს. არა მხოლოდ საარჩევნოდ, არამედ ზოგადადაც ნორმალური ვითარება გვაქვს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ჩვენს მეზობლად თუ ოდნავ მოშორებით. ცეცხლი ბევრგანაა გაჩაღებული, საფრთხეებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საქართველო დღეს არის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის კუნძული. ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში პირველად შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად კვალიფიციური მთავრობა გვყავს. მოქალაქე არჩევანის გაკეთებისას თავისუფალია, საარჩევნო სუბიექტიც ბევრია, თუმცა ცხადად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას" კონკურენტი არა ჰყავს, ამ პროცესის ყველა დანარჩენი მონაწილე კი ერთმანეთის კონკურენტია.

 

არა მაქვს ილუზია, რომ საარჩევნო პროცესი უხარვეზოდ ჩაივლის, მაგრამ აშკარაა, რომ ამას არა აქვს მასშტაბური და სისტემური ხასიათი, რასაც წინა ხელისუფლებების დროს ვხვდებოდით. როგორც უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, ისე არ არსებობს სახელმწიფო, სადაც კანონი არ ირღვევა, მაგრამ, ვიმეორებ, ამას არ უნდა ჰქონდეს დიდი მასშტაბი. საარჩევნო ხარვეზები არ უნდა იყოს ისეთი, რომ ამან შედეგზე იქონიოს გავლენა", - განაცხადა დავით მაღრაძემ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner