logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: დიდ უბნებში, დავების გამხილველი „რამკიანი“ პაატა იქნება, წვრილ-წვრილ უბნებში გიორგი ვაშაძე და „გირჩელები“
- +

19 სექტემბერი. 2016. 21:34



„სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„პაატა ბურჭულაძის განცხადებით არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ საქართველოში გაუქმდება ყველა სასამართლო და ყველა დავა გადაინაცვლებს ქუჩაში. დავების უშუალო გამხილვლელი, როგორც რამკიანი პაატა (პაგანიალა პაჭუ) იქნება თავად, ეს დიდ უბნებში, ხოლო წვრილ-წვრილ უბნებში კაიბიჭებად იჯდებიან გიორგი ვაშაძე და „გირჩელები"- წერს მჭედლიშვილი.



ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე თბილისში ვარ გაზრდილი და პასუხის მოთხოვნა ცოტა სხვანაირად ვიცი, -ასე უპასუხა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ TV პირველში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლის კითხვას - თუ მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, მიმართავს თუ არა სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner