ჟურნალისტი თიკო თვალაძე ბოლო დროს პოლიტიკურ ასპექტში, პოლიტიკოსთა და სხვა ცნობად სახეთა განცხადსებებს ასე აფასებს:
„მოკლედ საგიჟეთია ჩვეულებრივი! დათო ბერძენიშვილმა, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩვენს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დაასრულებს, მტკიცებულებებს წარვადგენთო. შვილოპაატამ, უბრალოდ ნიკა გვარამიას დაწყნარება და დამშვიდება მინდოდაო, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ვერთობიო, ბოდიში მომიხადოსო(?!), „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს მათ საარჩევნო შტაბში იარაღით შესვლასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებსო, სერგო რატიანმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ალბათ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეაო. ხუხაშვილმა, ივანიშვილის მხრიდან "რესპუბლიკელებზე" მუდმივი შეტევა უფრო რეკლამაა, ვიდრე შავი პიარიო და ნა ხუდოი კანეც - რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული მუშებიც გაიფიცნენ. ბეეეეეეეე!!! (მონანიებაში რო წრეზე დადის თეთრ ხალათში, ის სმაილი)"